სერგო რატიანი - სააკაშვილის მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს
სერგო რატიანი - სააკაშვილის მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს.

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებთან საუბრისას რატიანმა აღნიშნა, რომ ვინც ოპონენტებზე პოლიტიკურად ძალადობს, დამარცხებისთვის განწირულია.

“როგორც ყოველთვის, ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც უკანონო ბრძანებებს არ ასრულებენ და გუშინ მოსამართლე ვნახეთ, რომელმაც სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი რეჟიმები მარცხდება, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და მათ ერთნაირი ბედი ეწევათ ხოლმე. პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს, სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა რატიანმა.