სერგო რატიანი – ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია
საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის მოსაზრებით, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია.
როგორც ჟურნალისტებს რატიანმა განუცხადა, ქვეყანაში სიტუაცია იმაზე უფრო სერიოზულად არის, ვიდრე ეს გარედან ჩანს.
„ეს გუშინდელმა დღემ დაადასტურა. საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხვდებიან, რომ მინისტრთა კაბინეტს ვეღარ შეინარჩუნებენ და მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისია. სიტუაციას ხელისუფლებაშიც კი ვერ ფლობენ“, – განაცხადა რატიანმა.