სერგო რატიანი - ქვეყანაში დანაშაულის აღრიცხვა არ ხდება, რაც გაცილებით მწვავე პრობლემაა
სერგო რატიანი - ქვეყანაში დანაშაულის აღრიცხვა არ ხდება, რაც გაცილებით მწვავე პრობლემაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ქვეყანაში დანაშაულის აღრიცხვა არ ხდება, რაც გაცილებით უფრო მწვავე პრობლემაა და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშიც ჩანს.

როგორც ჟურნალისტებს რატიანმა განუცხადა, ორი წლის წინ, როცა უსაფრთხოების ზომები მოშლილი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა დამალა და ამ ხნის განმავლობაში, საზოგადოებამ არ იცოდა, რა ხდებოდა.

“ამის მიუხედავად, ყველასთვის ცხადი იყო, რომ დანაშაული და კრიმინალი იზრდებოდა. ვხედავთ, რომ სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ დანაშაულის აღრიცხვა არ ხდება, რაც გაცილებით უფრო მწვავეა და ეს სტატისტიკაშიც ჩანს. მიდგომა უნდა შეიცვალოს და ყველა დანაშაულის აღრიცხვა უნდა მოხდეს, რათა სრულ სურათს ვხედავდეთ. სტატისტიკის გაზრდა იმაზე მეტყველებს, რომ სამოქალაქო უსაფრთხოება ჩამოიშალა და კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა მორღვეულია, რის შედეგსაც საზოგადოება იმკის”, – განაცხადა რატიანმა.