სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს მოინახულებენ
სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს მოინახულებენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგო რატიანი გლდანის ციხეში მივიდა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პატიმრებს მოინახულებს.

„დღეს უნდა მოვინახულებთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს. ადამიანებს, რომელებიც ფაქტობრივად პოლიტიკასთან არ არიან კავშირში და აღმოჩნდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს ადამიანები საჭიროებენ მონახულებას და იმის გაგებას, რომ რაიმე პრობლემები ხომ არ აქვთ. მთავარი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩართული პოლიტიკაში, არ არიან აფელირებული არც ერთ პარტიასთან, ისინი აღმოჩნდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ჩვენი ვალია, რომ ეს ადამიანები მოვინახულოთ და ამ მდგომარეობაში არ დავტოვოთ. დღეს მათ ნაწილს მე ნაწილს კი ელენე ხოშტარია მოინახულებს“, – განაცხადა რატიანმა.