სერგო რატიანი - თავისუფალ მედიაზე ზეწოლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია
სერგო რატიანი - თავისუფალ მედიაზე ზეწოლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია

“ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,  ბოლო წლებში, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი შემთხვევაა, როდესაც თავისუფალ მედიაზე ხორციელდება ზეწოლა და მისი მოშლის,  მონგრევის და დაქვემდებარების მცდელობაა. ვნახეთ, თუ რა მოუვიდა და დაემართა „მაესტროს“, ვხედავდით წინა კვირას შეტევას „ტვ პირველზე“, ვხედავთ, რომ “იბერიის“ მიმართაც დაიწყო იგივე პროცესები. ასევე,  ამ წლების განმავლობაში არ ჩერდება შეტევა “რუსთავი 2“-ზე და ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ამდენად, ჩენ ვხედავთ, რომ ეს არის შემადგენელი ნაწილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის“, – განაცხადა სერგო რატიანმა.