სერგო რატიანი - არ არსებობს წინაპირობა, რომ ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს წარმატებული
სერგო რატიანი - არ არსებობს წინაპირობა, რომ ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს წარმატებული

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის წარმატების წინაპირობას ვერ ხედავს. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სტრუქტურული ცვლილებები კონკრეტული ხედვის გარეშე განხორციელდა და სამინისტროების ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვის საშუალებას არ იძლევა.

„ბიძინა ივანიშვილის არცერთი მთავრობა არ ყოფილა წარმატებული და არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ მაინც და მაინც ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს ამ შემთხვევაში წარმატებული. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, არ არსებობს არანაირი ხედვა, თუ რატომ და როგორ უნდა იყოს შემცირებები. არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ იქნება ძალიან სერიოზულად შემცირებული ბიუროკრატიული აპარატი, ხარჯები.

ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან ცვლილებას ამ შემთხვევაში. ივანიშვილის რეჟიმი რჩება“, – განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.