სერგო მეთოფიშვილი - გარკვეულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, პროგრესი რეგრესში გადაიყვანონ და სასამართლო უკუსვლით წავიდეს ბნელ წარსულში
სერგო მეთოფიშვილი - გარკვეულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, პროგრესი რეგრესში გადაიყვანონ და სასამართლო უკუსვლით წავიდეს ბნელ წარსულში

გარკვეულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, პროგრესი რეგრესში გადაიყვანონ და სასამართლო უკუსვლით წავიდეს ბნელ წარსულში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ამ ხელისუფლებამ გაბედა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები კონსტიტუციაში პირველად დააფიქსირა. დღეს კი გარკვეულმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, ეს პროგრესი რეგრესში გადაიყვანონ და სასამართლო უკუსვლით წავიდეს ბნელ წარსულში. პირადად მე უვადოდ ვარ დანიშნული. არ ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიაში. მე ვიბრძვი სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, რათა შევინარჩუნო სასამართლოს კორპუსის მონაპოვარი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.