სერგო ჩიხლაძე - ყველას მოვუწოდებ, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს
სერგო ჩიხლაძე - ყველას მოვუწოდებ, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ამომრჩეველს მოუწოდებს, მეორე ტურში მხარდაჭერა ოპოზიციურ პარტიებს გამოუცხადონ.

„მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის. მხარდაჭერა ოპოზიციურ პარტიებს და არც ერთი ხმა 41 ნომერს. ყველა ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ყველგან ვუჭერთ მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.