სერგო ჩიხლაძე - უახლოეს კვირებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თუ არ შედგება, სტრატეგიას შევცვლით და სხვა საკითხებზე შევჯერდებით
სერგო ჩიხლაძე - უახლოეს კვირებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თუ არ შედგება, სტრატეგიას შევცვლით და სხვა საკითხებზე შევჯერდებით

„სტრატეგია აღმაშენებელს“ იგივე შეხედულება აქვს, რაც ორი და ერთი თვის წინ ჰქონდა. ოპოზიციის 90 პროცენტზე მეტი, ორი თუ სამი ადამიანის გარდა, არის იმავე შეთანხმების მომხრე იმავე საკითხებზე, რაზეც ვიყავით ერთი თვის წინ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს კვირებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ შედგება, სტრატეგიას შეიცვლიან და სხვა საკითხებზე შეჯერდებიან.

„რაც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ამაზე მოლაპარაკება არ გამართულა, ამიტომ, სხვა საკითხების განხილვას რატომ ვიწყებთ. ჯერ ამაზე მოვილაპარაკოთ ან ვერ მოვილაპარაკოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. მეორე მხარე არ მოსულა ჯერ. ჩვენ, ოპოზიციამ სამი კომპრომისული ვარიანტი მივიტანეთ ერთ საკითხზე, შესაბამისად, ჯერ არც ერთი არ განხილულა. ათი კომპრომისი ხო არ უნდა მივიტანოთ არა? ვართ იმავე პოზიციებზე. თუ შედგება უახლოეს კვირებში ეს მოლაპარაკებები, ძალიან კარგი, თუ არა- შევცვლით სტრატეგიას და შევჯერდებით სხვა საკითხზე“, – განაცხადა  სერგო ჩიხლაძემ.