სერგო ჩიხლაძე - შიმშილობა არის პროტესტის ინდივიდუალური ფორმა, გადაწყვეტილებას ყველა თავად იღებს, პარტიული დავალება წარმოუდგენელია
სერგო ჩიხლაძე - შიმშილობა არის პროტესტის ინდივიდუალური ფორმა, გადაწყვეტილებას ყველა თავად იღებს, პარტიული დავალება წარმოუდგენელია

შიმშილობა არის პროტესტის ინდივიდუალური ფორმა, ყველა ადამიანი ამ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს. ამ საკითხზე დაუშვებელი და წარმოუდგენელია პარტიული დავალება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

„ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს, პროტესტის ამ ფორმას მიმართოს თუ – არა. იცით, ბოლო ორ წელში 3 000-მდე პატიმარი იყო გადაყვანილი პროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ზოგი სამკურნალოდ, ზოგი – გამოვლევებისთვის. შესაბამისად, მათივე ფორმულიდან გამომდინარე, სააკაშვილმა უნდა მიიღოს ეს სერვისი, რაც წინა წელს, გასულ წლებში ათასობით სხვა პატიმარმა მიიღო და გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში, რომ ფატალური შედეგი ავიცილოთ თავიდან.

სახელმწიფომ მეორედ ის სირცხვილი არ უნდა ჭამოს, რაც პირველი პრეზიდენტის შემთხვევაში ვჭამეთ. ვფიქრობ, ყველანაირი პროტესტის ლეგიტიმური კონსტიტუციური ფორმა უნდა იყოს გამოყენებული, ეს და სხვა პროტესტის ფორმები გამოიღებს შედეგს, როცა დეპუტატი შიმშილობს და გამოხმაურება უკვე არის საელჩოებიდან. ეს აქტუალიზაციას ახდენს პრობლემის და დამატებითი წნეხია ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.