სერგო ჩიხლაძე - შეჯერებული გეგმაა, რომ პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, მეტეხის ეკლესიის ეზოში ჩავატარებთ შეკრებას და ხელს მოვაწერთ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს
სერგო ჩიხლაძე - შეჯერებული გეგმაა, რომ პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, მეტეხის ეკლესიის ეზოში ჩავატარებთ შეკრებას და ხელს მოვაწერთ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღისთვის, ოპოზიცია ჯერჯერობით რამდენიმე საკითხზე შეჯერდა.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმა, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.

„ჯერჯერობით, შეჯერებული გეგმა არის ის, რომ მეტეხის ეკლესიის ეზოში ჩავატარებთ პარალელურ შეკრებას, ხელს მოვაწერთ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, რაც ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, როდესაც შეიკრიბება პარლამენტის პირველი სხდომა. სამწუხაროდ, სხდომის შეკრების დრო ჯერ უცნობია, იმ პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც იქნება იმ დღეს ქვეყანაში, შესაძლებელია დავარედაქტიროთ ჩვენი ღონისძიება, რამე მიემატოს ან გამოაკლეს. ამ ეტაპზე ეს არის მონახაზი, რომელზეც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შევთანხმდით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.