სერგო ჩიხლაძე - სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს, ამ ნაბიჯებით დასავლეთს ვშორდებით
სერგო ჩიხლაძე - სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს, ამ ნაბიჯებით დასავლეთს ვშორდებით

ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, უსამართლობაში, სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ და სხვა ნაბიჯებით საქართველო დასავლეთს შორდება.

„ეს არის კიდევ ერთი ჩავარდნა, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი – ასე აფასებენ ამას დასავლელი პარტნიორები და ოპოზიციური პარტიები. ყველაფერი ეს მოხდა ღამით, მიპარვით, მაშინ, როცა ყველა მეორე ტურზე ვიყავით გადართული. ფორმალურად ვაკანსიებიც კი არ გამოაცხადეს, პირდაპირ ღამით შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ კლანი მეტად გაძლიერებულიყო. ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, ისევ ვტრიალებთ უსამართლობაში – სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს. ამ და სხვა ნაბიჯებით, ჩვენ დასავლეთს ვშორდებით“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.