სერგო ჩიხლაძე - საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები, რათა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ ათეული წლებით არ გაიწელოს
სერგო ჩიხლაძე - საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები, რათა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ ათეული წლებით არ გაიწელოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-ს სამომავლო 10-წლიან გეგმაში საქართველოს ჩართვა, მაგრამ აუცილებელია, ხელისუფლების მხრიდან მეტად აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რათა კვლავ ათეული წლებით არ გაიწელოს ნატო-ში გაწევრიანების მოლოდინი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო 10-წლიან გეგმაში საქართველო, უკრაინასთან ერთად, საკმაოდ აქტიურად იხსენიება და ასევე, გაფართოვდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. ეს უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანებისთვის. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები, რომ ეს კიდევ ათწლეულები არ გაიწელოს, რადგან თუ ასეთი პასიურები ვიქნებით, როგორც 2020-30 წლის დოკუმენტში,  შეიძლება, 2030-40 წლის დოკუმენტშიც საკმაოდ პოზიტიურად მოვხვდეთ, მაგრამ ამან არ დაგვაახლოოს ნატო-სთან. აქ მთავარია საქართველოს ხელისუფლების აქტიური ქმედებები ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით.

პრაქტიკული ნაბიჯებიც არის, ის რომ გაიზარდოს ნატო-ს წარმომადგენლობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა, უბრალოდ ამ შესაძლებლობას უნდა გამოყენება. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.