სერგო ჩიხლაძე - რაც მოხდა ბათუმში, არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები, მაგრამ ასევე აღსანიშნავია გაზრდილი პროტესტი, უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის
სერგო ჩიხლაძე - რაც მოხდა ბათუმში, არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები, მაგრამ ასევე აღსანიშნავია გაზრდილი პროტესტი, უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის

ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაბამისად, შესაძლებელია, იყოს გარკვეული გადაცდომები, რომლებსაც ჩვენ არ მივესალმებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც მოხდა ბათუმში, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მივესალმოთ ასეთ გამოხატულებას და ეს არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომელიც შეიძლება, დავამკვიდროთ. მაგრამ ასევე აღსანიშნავია ის გაზრდილი პროტესტი, უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის. ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაბამისად, შესაძლებელია, იყოს გარკვეული გადაცდომები, რომლებსაც ჩვენ არ მივესალმებით. თუმცა, ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე, თუნდაც იმაზე, რაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა ჩვენი გადასახედით ჩაიდინა. არ არის ლამაზი სანახავი და არავის მოვუწოდებ, მსგავსი მეთოდებით იმოქმედოს. იმავეს ვამბობთ ელისაშვილთან მიმართებით, არც გავკიცხავთ, შევიდეს-არ შევიდეს მისი გზა არის, რა თქმა უნდა, არ მივალ და ნაგავს არ დავაყრი თავზე. ეს არის პოლიტიკოსის პოზიცია. თუმცა, სამოქალაქო აქტივისტები არიან ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი სამი თვეა, ქუჩაში დგას და შესაბამისად, ეს მათი პოზიციაა რომელსაც მე არ ვიზიარებ“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

დატოვე კომენტარი