სერგო ჩიხლაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროზე განიხილონ მანდატების საკითხი, დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები, რომელსაც მეორე თვეა, ველოდებით
სერგო ჩიხლაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროზე განიხილონ მანდატების საკითხი, დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები, რომელსაც მეორე თვეა, ველოდებით

გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ იცვლება. კონსტრუქციულობაზე და კომპრომისზე ლაპარაკიც ზედმეტია, როგორც ჩანს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უცვლელია თავის პოზიციებში“.

„არაფერი შეცვლილა. კვლავ ვდგავართ იგივე პოზიციაზე. არანაირ შესვლა-გამოსვლაზე არ არის საუბარი. მოვუწოდებ ხელისუფლებას დროზე განიხილოს მანდატების თემა შემდეგ კვირაში და დასვას წერტილი. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია და აღარ იქნება ამდენი საუბარი, სპეკულაციები, ჭორები და ა.შ. მიიღონ გადაწყვეტილება, დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები მანდატებთან დაკავშირებით, რომელსაც მეორე თვეა ველოდებით“, – განაცხადა ჩიხლაძემ.