სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი არ ჩაშლილა, როდის გაიმართება არ ვიცით, მაგრამ ოპოზიცია ამისთვის მზად არის
სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი არ ჩაშლილა, როდის გაიმართება არ ვიცით, მაგრამ ოპოზიცია ამისთვის მზად არის

„ქართული ოცნების“ გუშინდელი დესტუქციული განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია მზადაა მეხუთე რაუნდისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, ჯერ მედიატორებისგან ზუსტი პასუხი არ აქვთ, როდის შედგება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი.

„მოლაპარაკებები არ ჩახსნილა. გიდასტურებთ, რომ მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია მზადაა, „ქართული ოცნების“ გუშინდელი დესტუქციული განცხადებების მიუხედავად, რომელიც მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. როდის ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, არ ვიცით. მედიატორებისგან ჯერ არ მოგვსვლია ზუსტი პასუხი. შეიძლება დღეს იყოს, შეიძლება მომდევნო დღეებში. ზუსტი დრო არ ვიცით, მაგრამ ჩაშლით ნამდვილად არ ჩაშლილა. ყველაფრის მიუხედავად ოპოზიცია არ ჩაშლის. თუ მეხუთე რაუნდი დღის პირველ ნახევარში არ იქნება, დღეს სავარაუდოდ აღარ ჩატარდება. ველოდებით და ჩვენ მზად ვართ. ჩვენ არ დაგვიხურავს კარი. არ აგვიყირავებია მაგიდა. უპასუხისმგებლო, შანტაჟის და მუქარის შემცველი განცხადებები ხელისუფლებამ გააკეთა. არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს შემდეგი რაუნდი, მაგრამ ჩვენ მხად ვართ. ვიდრე ოდნავ მაინც მოლაპარაკებების შანსი რჩება, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მეხუთე რაუნდი პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ გაიმართოს, ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ამას არ გამორიცხავს.

„შესაძლებელია პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ იყოს, ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. თუ დღეს არ იქნება, სავარაუდოდ შემდეგ დღეებში კვირას ან ორშაბათს იქნება“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის შიდა კონსულტაციებს, ამასთან დაკავშირებით ჩიხლაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის შეხვედრა ჩანიშნული არ არის.

პოლი„ოპოზიციურ ფორმატში ჩვენ გუშინ შევხვდით. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მას შემდეგ სიახლეები არ არის. თუ რამე ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა, შეიძლება შემდეგ ჩავნიშნოთ. ამ მომენტისთვის ჩანიშნული არ არის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.