სერგო ჩიხლაძე - მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი პარლამენტიდან თუ პარლამენტს გარედან გააგრძელებს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობას
სერგო ჩიხლაძე - მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი პარლამენტიდან თუ პარლამენტს გარედან გააგრძელებს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განიხილავს, რომ ალეკო ელისაშვილის მსგავსად შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობისა და „მოქალაქეების“ მემორანდუმში არ არის იგივე პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე პუნქტები.

„იმ პუნქტებზე, რასაც ასაჯაროებს ალეკო ელისაშვილი, მეოთხე რაუნდზეც იყო საუბარი და ეს არ არის ბატონი ელისაშვილის დამსახურება. ეს არის მთლიანად ოპოზიციის დამსახურება.

მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი ელისაშვილი პარლამენტიდან გააგრძელებს თუ პარლამენტს გარედან სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობას და სხვადასხვა ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებას.

იმ გეგმიდან, რაც მეოთხე რაუნდზე ოპოზიციის მიერ იყო მიტანილი, მემორანდუმის პუნქტებში არ არის  პოლიტპატიმრების მუხლი, არ არის ვადამდელი არჩევნების თემა და ის თემები, რაც არის კიდევ უფრო გაუარესებულია, მაგალითად, იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი და ა.შ. რომელიც უფრო უარესი ვარიანტია, ვიდრე ეს განიხილებოდა მეოთხე რაუნდზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.