სერგო ჩიხლაძე - მხარეებს შორის საერთო შეხვედრა თუ შედგა, ეს იქნება გარკვეული მაჩვენებელი, რომ პოზიციები დაახლოვდა და გავდივართ საბოლოო ეტაპზე
სერგო ჩიხლაძე - მხარეებს შორის საერთო შეხვედრა თუ შედგა, ეს იქნება გარკვეული მაჩვენებელი, რომ პოზიციები დაახლოვდა და გავდივართ საბოლოო ეტაპზე

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს მოხდება ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა და ეს არის ევროკავშირის მოლოდინიც. ის, რომ ბატონი ღარიბაშვილი 2024 წელს ამბობს, ასე არ ფიქრობს არც ევროკავშირი, არც ჩვენი მედიატორები, არც ოპოზიციური ძალები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„ეს არის ჩვენი მოლოდინი და მოლაპარაკებები მიმდინარეობის პროცესშია. რა თქმა უნდა, არაერთი დამაზიანებელი განცხადება ვნახეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებისაგან. ბატონი კობახიძისგან, ღარიბაშვილისგან,სხვებისგან. მიუხედავად ამისა, განსხვავებით მათგან, ოპოზიციური ძალები, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ჩვენი კოლეგა პარტიები გამოვირჩევით მეტი პასუხისმგებლობით. ამიტომ, არანაირ დამაზიანებელ განცხადებას მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში არ გავაკეთებთ. რა იქნება მოლაპარაკების შემდეგ, მივალთ შეთანხმებამდე, არ მივალთ ამას უახლოესი დღეები, დღევანდელი, ხვალინდელი დღე დაგვანახებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ხუთივე საკითხი უნდა იყოს განხილული.

ხუთივეზე უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმმება. მათ შორის, პოლიტპატიმრებზე, ვადამდელი არჩევნების საკითხზე. რაც შეეხება დაახლოვდა თუ არა პოზიციები, იყო გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა, იყო თითქოს გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება. ასევე, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა პოზიციაზე არის „ქართული ოცნება“ ამ საკითხებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, საერთო შეხვედრა თუ იქნება, ეს იქნება გარკვეული მაჩვენებელი, ინდიკატორი, რომ პოზიციები დაახლოვდა და გავდივართ საბოლოო ეტაპს. თუ ეს შეხვედრა საერთოდ არ შედგა, თუ მხარეები ერთად არ დავსხედით და საბოლოო შეთანხმებამდე, საბოლოო კონტურებზე არ ჩამოვყალიბდით, ეს ნიშნავს, რომ ვერ წავწიეთ წინ ამ მოლაპარაკებებში. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დღეს ოპოზიციასთანაც იქნება შეხვედრა და დღის ბოლოსკენ გარკვეული სურათი გვექნება უკვე. დიდ ყურადღებას არ მივაქცევ ბატონი ღარიბაშვილის სიტყვებს. იმიტომ, რომ ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი ირაკლი თუ ანტონი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. ის არ არის პირი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. ამიტომ, დიდ ყურადღებას არ მივაქცევ არც ბატონი ღარიბაშვილის არც ბატონი კობახიძის სიტყვებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.