სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ მიირთმევდა, ეს არის მიკროელემენტები, შიმშილობის პროტოკოლით გათვალისწინებული
სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ მიირთმევდა, ეს არის მიკროელემენტები, შიმშილობის პროტოკოლით გათვალისწინებული

მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ მიირთმევდა, ეს არის მიკროელემენტები, შიმშილობის პროტოკოლით გათვალისწინებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„თუ გადახედავთ შიმშილობის პროტოკოლებს ციხეში, სამედიცინო მიმართულებებს ევროპის ქვეყნების, მიკროელემენტების მიღება არის აუცილებელი. ეს არის გადასხმის მაგივრობა. ანუ,უკეთესი იქნებოდა, რომ გადასხმა გაეკეთებინათ. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი. ეს არის შიმშილობის ნაწილი და ვინმეს თუ უნდა, რომ ადამიანი მოკვდეს, მშრალ შიმშილობაზე დაჯდეს და რამდენიმე დღეში მოკვდეს, ასეთი ადამიანები არიან ამორალურები“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციის აქციები, რაც ბოლო პერიოდში გაიმართა, არის მშვიდობიანი.

„ოპოზიციას ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი აქცია ჩაუტარებია, მაგრამ ყველა მშვიდობიანი იყო. ჩვენ დავინახეთ მრავალათასიანი აქცია 14 ოქტომბერს, როგორ ორგანიზებულად, მშვიდობიანად შეიკრიბა და დაიშალა ხალხი. ასე რომ, აქ არანაირი საფრთხე არ არის და აქციის დღეს არავის არ უნდა ეშინოდეს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.