სერგო ჩიხლაძე - მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, ოპოზიცია უკვე სხვა სტრატეგიაზე გადავა
სერგო ჩიხლაძე - მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, ოპოზიცია უკვე სხვა სტრატეგიაზე გადავა

მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, ჩვენ, ოპოზიცია უკვე სხვა სტრატეგიაზე გადავალთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს პერიოდი და მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ რამდენად ადეკვატური იქნება და მივა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობის ფანჯარა ნელ-ნელა იკეტება. ამიტომ ჩვენ, ოპოზიცია უკვე გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამაზე გაცნობებთ საჯაროდ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.