სერგო ჩიხლაძე  - მედიატორი უკვე მეორედ რომ ჩამოდის, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსი დიდია და ყველას ამის იმედი გვაქვს
სერგო ჩიხლაძე  - მედიატორი უკვე მეორედ რომ ჩამოდის, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსი დიდია და ყველას ამის იმედი გვაქვს

მედიატორი უკვე მეორედ რომ ჩამოდის, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსი დიდია და ყველას ამის იმედი გვაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების მხარეები ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ გაწეულ ძალისხმევას გაითვალისწინებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოლოდინი ამჯერადაც არის საკმაოდ პოზიტიური. ასეთი რანგის მოლაპარაკებებში მედიატორი უკვე მეორედ რომ ჩამოდის, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსი დიდია და ყველას ამის იმედი გვაქვს, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ არ დაბლოკოს განსახილველი საკითხები ან უკან არ გაიწვიოს, როგორც პირველ რაუნდზე მოხდა. იმედი გვაქვს, ის დიდი ინტერესი და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ევროკავშირი და ამერიკელი პარტნიორები ხარჯავენ, გათვალისწინებული იქნება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.