სერგო ჩიხლაძე - კარგი იქნება, ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, ეს გააადვილებდა ოპოზიციის მოქნილობასაც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით
სერგო ჩიხლაძე - კარგი იქნება, ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, ეს გააადვილებდა ოპოზიციის მოქნილობასაც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით

კარგი იქნება, ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში იქნებოდა თავისუფალი და ეს დაგვეხმარებოდა ოპოზიციურ ხელმომწერ პარტიებს, კიდე უფრო მოქნილი ვიყოთ, – ამის შესახებ „სტატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, გუშინდელი განცხადებების მიხედვით, ნიკა მელიას კვლავ წინააღმდეგია გირაოსი რაღაც პირობების გარეშე.

„მიმაჩნია, რომ ყველაზე მარტივი გზა იქნება ევროკავშირის გირაოზე დათანხმება, ყოველგვარი პირობების გარეშე და ეს მნიშვნელოვან წილად გააადვილებდა მათ შორის ოპოზიციის მოქნილობასაც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. კარგი იქნება, ევროკავშირის გირაოზე დათანხმება. ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში მელია იქნებოდა თავისუფალი და პირიქით, ეს დაგვეხმარებოდა ოპოზიციურ ხელმომწერ პარტიებს, რომ კიდე უფრო მოქნილი ვიყოთ და აღარ ვიყოთ დროში შეზღუდული ამნისტიის კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩიხლაძემ.