სერგო ჩიხლაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლომდე შედგება
სერგო ჩიხლაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლომდე შედგება

ჩვენი მოლოდინია, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლომდე შედგება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ელოდება ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ წინადადებებს.

„ახალი ინფორმაცია, როდის შედგება მორიგი რაუნდი, არ გვაქვს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ იანვრის ბოლომდე ეს უნდა შედგეს. ველოდებით ნაბიჯებს, „ქართული ოცნების“ პასუხს. ხელისუფლებას ჯერ არ გამოუხატავს მზადყოფნა,ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობის სიმძიმიდან, კრიზისის სიმძიმიდან გამომდინარე, ხელისუფლება უფრო აქტიურად წამოვა მოლაპარაკებაზე. ამის იმედი გვაქვს. ველოდებით წინადადებებს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.