სერგო ჩიხლაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პუნქტებზე წინა მოლაპარაკების დროს მსჯელობა იყო, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა
სერგო ჩიხლაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პუნქტებზე წინა მოლაპარაკების დროს მსჯელობა იყო, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პუნქტებზე წინა მოლაპარაკების დროს მსჯელობა იყო, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულ ზოგად მიმართულებებს ოპოზიცია იზიარებს.

„ძირითადი მოსალაპარაკებელი საკითხები უკვე განსაზღვრულია შარლ მიშელის ჩარჩოთი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პუნქტებზე წინა მოლაპარაკების დროს მსჯელობა იყო, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა. ზოგად მიმართულებებს, რაც მოცემულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, ვიზიარებთ და მოლაპარაკების რაუნდებზე უფრო მეტ დეტალზეც კი არის მსჯელობა. ზუსტად ამიტომ ოპოზიციური პარტიები ვიღწვით, რომ შეთანხმება იყოს ყოვლისმომცველი და ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი.პოლიტიკური კრიზისი თუ არ დასრულდა, ვერც ერთი სხვა საკითხი ვერ მოგვარდება, წინ ვერ წავალთ, ვერც ეკონომიკაზე ვიმსჯელებთ, ვერც პანდემიაზე, ვერც ვაქცინაციაზე. ამას გვეუბნებიან არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მიმართავს.