სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „ლელოს“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შერწყმა არ იგეგმება
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „ლელოს“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შერწყმა არ იგეგმება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „ლელოს“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შერწყმა არ იგეგმება.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ოთხივე პარტიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები და ამიტომაც შერწყმასა და რაიმე გაერთიანებაზე საუბარი არ არის.

„არანირი შერწყმა, ბლოკი ან გაერთიანება არ განიხილება. სხვადახვა პარტიებთან ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვართ ერთი პარტია და ამ ოთხ პარტიას გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები, შეგიძლიათ ჩვენი პროგრამა წაიკითხოთ. ამიტომ ბლოკზე საუბარი არ არის. არამარტო ამ ოთხ პარტიას, არამედ სხვა პარტიებსაც, მათ შორის მათ, ვინც ბარიერი ვერ გადალახა, მათაც ვესაუბრებით ზოგად საკითხებზე, არანაირი ცალკე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.