სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

„სტრატეგია აღმაშნებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მისივე თქმით, საქმე ეხება ვაშაძის განცხადებას, სადაც მან თანაგუნდელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ვაშაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში მისვლას არ აპირებს.

„გიორგი ვაშაძე დაბარებულია პოლიციაში დღეს 12: 00 საათზე. საქმე ეხება მის მიერ გაკეთებულ განადებებს, როდესაც გიორგი ვაშაძემ გააკეთა ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის, პარტიის წევრის პირადი ცხოვრების გასაჯაროების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძე პოლიციაში არ გამოცხადდება, რადგან ნდობა პოლიციის მიმართ არის ნულოვანი. აქამდე რაც არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტი, არც ერთი არ არის გამოძიებული. ამიტომ ბატონი გიორგი ვაშაძე მოითხივს, სასამრთლოში მოსმართლის თანდაწრებით გამოკითვას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დატოვე კომენტარი