სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები უახლოეს დღეებში დასრულდება და საზოგადოებას  კვირის ბოლომდე გააცნობენ გეგმებს
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები უახლოეს დღეებში დასრულდება და საზოგადოებას კვირის ბოლომდე გააცნობენ გეგმებს

უახლოეს დღეებში მორჩება კონსულტაციები და საბოლოო კონფიგურაციით კვირის ბოლომდე ანუ ივლისის ბოლომდე წარვდგებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უპირველესი ამოცანაა, ჯამში რაც შეძლება მეტი ხმა დააგროვოს ოპოზიციამ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტის აღება ვერ შეძლოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, გვაქვს განხილვები როგორც შიდა პარტიული ასევე სხვა პარტიებთან და პოლიტიკურ ფიგურებთან, ასევე საზოგადოებრივად, საჯაროდ აქტიურ პირებთან. უახლოეს დღეებში მორჩება ეს კონსულტაციები და საბოლოო კონფიგურაციით კვირის ბოლომდე ანუ ივლისის ბოლომდე წარვდგებით.

მთავარი ჩვენი მიზანია, ოპოზიციამ ჯამურად მოვაგროვოთ იმდენი ხმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. ყველა ჩვენი ქმედება იქნება აქეთკენ მიმართული, ამ კომპოზიციისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა ჩავდოთ საერთო ოპოზიციურ ყულაბაში. ნომერ პირველი ამოცანა არის 57% და მეტის აღება ოპოზიციის სასარგებლოდ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.