სერგო ჩიხლაძე - 20 ივნისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე დიდი დანაშაული და სირცხვილია
სერგო ჩიხლაძე - 20 ივნისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე დიდი დანაშაული და სირცხვილია

20 ივნისი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე დიდი დანაშაული და სირცხვილია, რაც კი მომხდარა. ესაა სირცხვილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერასდროს ჩამოიწერს და ჩამოირეცხავს. ორი წელი გავიდა ამ მოვლენიდან და დღემდე ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღნიშნულ საკითხზე ორფრაქციულ კანონპროექტს ამზადებს.

„დღემდე ადამიანები წვალობენ, რომ კუთვნილი სამედიცინო დახმარება მიიღონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ორფრაქციულ კანონპროექტს ვამზადებთ. დაზარალებულებს შევხვდით, ამ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება სამედიცინო ხარჯების, რეაბილიტაციის სრულად დაფარვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმ ადამიანებზე, ვინც 20 ივნისს დაზიანება მიიღეს, ასევე კომპენსაციები დაზიანებების ხარისხის მიხედვით და ე.წ. პენსიის დანიშვნა მასზე, ვინც შრომის უნარი დაკარგა. რა თქმა უნდა, ეს იმ ზიანს, დანგრეულ ცხოვრებას ვერ აანაზღაურებს, რომელიც ამ ადამიანებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის, სისასტიკის გამო შეექმნათ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.