სერგი კაპანაძე - ვიმედოვნებ, შეთანხმება შედგება და ოპოზიციურ პარტიებს თბილისში საერთო, კოორდინირებული კანდიდატები გვეყოლება
სერგი კაპანაძე - ვიმედოვნებ, შეთანხმება შედგება და ოპოზიციურ პარტიებს თბილისში საერთო, კოორდინირებული კანდიდატები გვეყოლება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ერთიან მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში მოლაპარაკებები გრძელდება.

მისივე თქმით, იმედი აქვს, შეთანხმება შედგება და ოპოზიციურ პარტიებს თბილისში საერთო, შეთანხმებული და კოორდინირებული კანდიდატები ეყოლებათ.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. მგონია, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ივანიშვილი დამარცხდეს თბილისში და შემდეგ უკვე დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ მსგავსი კოორდინაცია ასევე მოხდეს მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრებში, საქართველოს დანარჩენ რაიონებში“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.