სერგი კაპანაძე - ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ
სერგი კაპანაძე - ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ

ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ კანონპროექტების მიღება არ შეიძლება.

„ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ ორი აბსოლუტურად არარელევანტური და მავნებლური კანონპროექტის ავტორებს უბრალოდ უნდა რცხვენოდეთ. ვენეციის კომისიამ პირდაპირ უთხრა, რომ ამ კანონპროექტების მიღება არ შეიძლება, ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, არ არის დაცული არც პროპორციულობის და არც სამართლიანობის ტესტი. მოკლედ, არ შეიძლება ამის გაკეთება. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ არავის და არაფერს აღარ უსმენს, მაგრამ ფაქტია, ვენეციის კომისიამ ეს ორივე კანონპროექტი საფუძვლიანად დაიწუნა. ეს იყო სადამსჯელო კანონპროექტები. მათ ეგონათ, რომ ამ კანონების გატანის შემთხვევაში, ოპოზიციას შეაცვლევინებდნენ გადაწყვეტილებას ბოიკოტთან დაკავშირებით და ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს.