სერგი კაპანაძე - თუ საქართველოში ქონების ჩამორთმევა  ხდებოდა, ძალიან ცუდი იყო და მისი გამეორება დაუშვებელია
სერგი კაპანაძე - თუ საქართველოში ქონების ჩამორთმევა ხდებოდა, ძალიან ცუდი იყო და მისი გამეორება დაუშვებელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ „ევროპული საქართველო” იმ განცხადებებს ემიჯნება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქონების ჩამორთმევაზე საუბრობს.

სერგი კაპანაძის თქმით, „ევროპული საქართველოს” პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ვინმეს გაკულაკება ან ძალისმიერი მეთოდებით ქონებისა თუ სხვა რაიმე სიკეთის ჩამორთმევა.

„თუ ეს საქართველოში ხდებოდა, ძალიან ცუდი იყო და მისი გამეორება დაუშვებელია. ასეთი სახის დამოკიდებულებასა და განცხადებას „ევროპული საქართველო” ემიჯნება. საქართველოში პოლიტიკური ანგარიშწორება და ამ წრეზე სიარული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. როცა ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და პროპორციული სისტემით დაკომპლექტებული მთავრობა იმის გარანტია იქნება, რომ მომავალში მსგავსი არაფერი მოხდება”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.