სერგი კაპანაძე - „თიბისი“ საქმეზე სიმართლის გარკვევის ერთადერთი გზა, საპარლამენტო კომისიის შექმნაა, პროკურატურის სიტყვას ვერ ვენდობით 
სერგი კაპანაძე - „თიბისი“ საქმეზე სიმართლის გარკვევის ერთადერთი გზა, საპარლამენტო კომისიის შექმნაა, პროკურატურის სიტყვას ვერ ვენდობით 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკი“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სიმართლის გარკვევის ერთადერთი გზა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

როგორც კაპანაძემ პირველ არხს განუცხადა, მამუკა ხაზარაძის განცხადებებმა ბევრი კითხვა დატოვა და მისი მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ სერიოზული ბრალდება გაისმა.

„ბუნებრივია, ამ საკითხში პროკურატურა მხარეა და მის მიერაა შეტევა განხორციელებული მამუკა ხაზარაძის მიმართ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტი სწორედ პროკურატურაა. ერთადერთი გზა, რომ სიმართლე გაირკვეს, საპარლამენტო კომისიის შექმნაა. პროკურატურა ნებისმიერ ინიციატივას უგულვებელყოფს და იტყვის, რომ მნიშვნელოვანი არ არის. პროკურატურის სიტყვას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვენდობით, რადგან მხარეა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რეგლამენტის შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნას „ევროპული საქართველო“ ითხოვს.