სერგი კაპანაძე - თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, სხვა კითხვები მასთან არ გვქონდა
სერგი კაპანაძე - თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, სხვა კითხვები მასთან არ გვქონდა

თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა თავად აიღო, სხვა კითხვები მასთან არ გვქონდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კომისიის წევრებს თეა წულუკიანთან კითხვები ძირითადად ირაკლი შოთაძის გადადგომაზე ჰქონდა.

„როდესაც ირაკლი შოთაძე გადადგა, თეა წულუკიანმა შეაქო შოთაძე. შოთაძის გადადგომის შემდეგ დადგინდა, ძალიან ბევრი გარემოება, მათ შორის ის, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. კითხვები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ თვლიდა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა თავად აიღო, სხვა კითხვები მასთან არ გვქონდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.