სერგი კაპანაძე - სრულ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო დეპარტამენტთან, საელჩოსთან,  ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას ვაწვდით
სერგი კაპანაძე - სრულ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო დეპარტამენტთან, საელჩოსთან,  ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას ვაწვდით

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევენები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნია, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე განაცხადა.

კაპანაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერაა, ტყუილია.

„რაც შეეხება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, ბუნებრივია, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ჩვენ სრულ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო დეპარტამენტთან, საელჩოსთან,  ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას ვაწვდით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მათ შორის, მოიცავს იმ თემებსაც, რაც დღეს არის პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევენები. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერა და გაყალბებული არჩევნების აღიარება, თუ ეგ კონვერტაცია აქვს ,,ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, უბრალოდ ტყუილია. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც საინტერესოა ამერიკისთვის, რომელიც ამერიკის პარტნიორი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუკეთებია, როდესაც თავის განცხადებებში დაუდასტურებია თავისი ერთგულება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი, დაუდასტურებია თავისი ინტერესი საქართველოში დემოკრატიისადმი, ამის გაგრძელებას სწორედ ეს ვიზიტი“, – განაცხადა კაპანაძემ.