სერგი კაპანაძე - შს მინისტრს აუცილებლად მოუწევს წასვლა და შესაძლოა, მისი არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს
სერგი კაპანაძე - შს მინისტრს აუცილებლად მოუწევს წასვლა და შესაძლოა, მისი არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს

ჩვენ ვიხილეთ მატყუარა შსს მინისტრი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ იცრუა პირდაპირ ეთერში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიამ იცურა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციამ იცოდა წინასწარ და არ თქვა გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„ამით ამართლებს იმას, რომ თურმე რაღაცა გადატრიალება იგეგმებოდა. იცრუა, როდესაც თქვა, რომ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი მისი ქვეყანაში არშემოშვების. ამ დროს ჰქონდათ. იცრუა, როდესაც თქვა, რომ ხმოვანი გაფრთხილება მისცეს დემონსტრანტებს, ვიდრე გამოიყენებდნენ ძალას და არ მიუციათ ხმოვანი გაფრთხილება. იცრუა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერი ხდებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. აუცილებელი მოგერიება შეიძლება იყო რაღაც ეტაპზე, მაგრამ მას მერე, რაც რუსთაველზე გააგრძელეს რბევა დემონსტრანტების, არანაირი აუცილებელი მოგერიება არ ყოფილა. ბოლოს იცრუა, რომ თანამდებობაზე დარჩენა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას. ეს არის პირიქით, მისი წასვლა იქნება პასუხისმგებლობის აღება და აუცილებლად მოუწევს წასვლაც და არა მარტო პოლიტიკური, შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს მისი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.