სერგი კაპანაძე - სალომე ზურაბიშვილი თუ გახდება პრეზიდენტი, საქართველოს სუვერენიტეტს შეიძლება დიდი ზიანი მიაგდეს
სერგი კაპანაძე - სალომე ზურაბიშვილი თუ გახდება პრეზიდენტი, საქართველოს სუვერენიტეტს შეიძლება დიდი ზიანი მიაგდეს

სალომე ზურაბიშვილი თუ გახდება პრეზიდენტი, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იქნება ძალიან დიდი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, მანამდე ადანაშაულებდა საქართველოს წითელი უბნის ინციდენტში, როდესაც ბომბდამშენმა საქართველოს ტერიტორიაზე ბომბი ჩამოაგდო, ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ვინც მაშინ თქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოაწყო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კანდიდატი იბრძვის პრეზიდენტობისთვის. ასეთი ადამიანი თუ გახდება პრეზიდენტი, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, იქნება ძალიან დიდი. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, არ იცვლის პოზიციას და საქართველოს პრეზიდენტობის რანგში გაკეთებული მსგავსი განცხადებები პირდაპირი დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება.