სერგი კაპანაძე - სააკაშვილის პოზიცია, რომ კოალიცია არ სურს, ნიშნავს, რომ მას უნდა დაბრუნება წარსულსა და ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში
სერგი კაპანაძე - სააკაშვილის პოზიცია, რომ კოალიცია არ სურს, ნიშნავს, რომ მას უნდა დაბრუნება წარსულსა და ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, სააკაშვილის პოზიცია, რომ კოალიცია არ სურს, ნიშნავს, რომ მას სურს დაბრუნება წარსულსა და ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღეს არჩევანი დგას მომავალსა და წარსულს შორის.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს უნდა დღევანდელი ჭაობის დატოვება და სურს, რომ ისე გაგრძელდეს ყველაფერი, როგორც არის დღეს. როგორც ჩანს, სააკაშვილს, ასევე არ უნდა ცვლილებები და უნდა წარსულის დაბრუნება, სადაც თვითონ ჰქონდა ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება. სწორედ ამას ნიშნავს მისი განცხადება, რომ მას არ უნდა კოალიცია. როგორც ჩანს, სააკაშვილის არ უნდა ცვლილებები ასევე. ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც თვითონ ამბობს, რომ არჩევანი არის სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არა, არჩევანი არის ერთის მხრივ, წარსულში დამბრუნებელ ძალებს, რომლებიც არიან ივანიშვილი და სააკაშვილი, სამწუხაროდ ესე პოზიციონირდა თვითონ და მეორემ ხრივ, არის „ევროპული საქართველო“, რომელსაც სურს ცვლილებები და უნდა, რომ ეს ერთპარტიული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, უნდა რომ წავიდეთ წინ, უნდა, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს და მოხდეს გარხდამტეხი ცვლილებები.

ამრიგად, არჩევანი დღეს ასე დგას. ვისაც სურს ერთპიროვნული მმართველობა, შეუძლია აარჩიონ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ვისაც სურს ცვლილებები და დღევანდელი მძიმე ეკონომიკური კრიზისის და ამ ჭაობის გადალახვა და წინ წასვლა, არჩევანი არის მაშინ ევროპული საქართველო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი