სერგი კაპანაძე - რადიკალური ნაბიჯები ელანდება ხელისუფლებას და უნდა, რომ კვლავ მოატყუოს მოსახლეობა, თითქოს რაღაც დესტაბილიზაცია მზადდება
სერგი კაპანაძე - რადიკალური ნაბიჯები ელანდება ხელისუფლებას და უნდა, რომ კვლავ მოატყუოს მოსახლეობა, თითქოს რაღაც დესტაბილიზაცია მზადდება

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება, თითქოს პარტიამ კვლევა დაუკვეთა IPM-ს, სადაც რადიკალურ ნაბიჯებზეა საუბარი ოპოზიციის მხრიდან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ რადიკალური ნაბიჯები ელანდება ხელისუფლებას და ამ განცხადებებით ცდილობენ, კვლავ მოატყუონ ხელისუფლება, რომ თითქოს დესტაბილიზაცია მზადდება.

კაპანაძის თქმით, ყველაზე რადიკალური, რასაც „ევროპული საქართველოს“ გეგმას, ეს არის არჩევნების გზით ივანიშვილის გასტუმრება ოპოზიციაში.

„რადიკალური ნაბიჯები ელანდება ხელისუფლებას და უნდა, რომ კვლავ მოატყუოს მოსახლეობას, რომ თითქოს რაღაც დესტაბილიზაცია მზადდება. ამას აკეთებს იმიტომ, რომ თვითონ ვერაფერს ვერ სთავაზობს და ისევე პრიმიტიულად, შიშით უნდა, რომ გავიდეს ფონს.

არავინ არანაირ რადიკალურს არ გეგმას, ყველაზე რადიკალური რასაც ჩვენ ვგეგმავთ არის, რომ არჩევნების გზით, ბიულეტენების გამოყენებით, შაბათს გავისტუმროთ ივანიშვილი ოპოზიციაში“, – განაცხადა კაპანაძემ.