სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ექვსი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთეს
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ექვსი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთეს

„ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ექვსი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთეს გარდა იმისა, რომ ცხრა წელიწადზე ილაპარაკეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი რეფორმა არ გაატარა და მოსახლეობას არც ერთი საკითხი არ მოუგვარეს.

„მათი სრულიად ჩავარდნილი ეკონომიკური რეფორმის შედეგია ის, რა დღეშიც დღეს ვართ. მათი რეფორმის შედეგია, როგორია ლარის კურსი და ქვეყანაში როგორი სიღარიბეა. არც ერთ საკითხზე კონკრეტული პროგრესი არ მოიტანეს. უფრო მეტიც იმ საკითხზე, რომელზეც თითქოს პროგრესი უნდა ჰქონოდათ, მაგალითად, სამართლიანობისთვის ბრძოლა, იქაც ვნახეთ ზაზა სარალიძეს როგორ მოეპყრნენ. მოსახლეობამ დაინახა, რომ ექვსი წლის განმავლობაში იმედები სრულიად გაუცრუეს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.