სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ თუ გადაწყვეტს, შეიტანოს გირაო, ეს შეუძლიათ გააკეთონ,  მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ყველანაირი საკანონმდებლო ნორმის დარღვევა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ თუ გადაწყვეტს, შეიტანოს გირაო, ეს შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ყველანაირი საკანონმდებლო ნორმის დარღვევა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ბესიკ ბოგველის განცხადებას ეხმაურება, რომ ის არის მზად გადაიხადოს ნიკა მელიას გირაო.

კაპანაძის თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ გზა, რომ იპოვოს ამ პრობლების გადაწყვეტა და ყველამ იცის, თუ ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, თუ როგორ დაასრულებს პოლიტიკურ დევნას და თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ შეიტანონ გირაო, ეს მათ შეუძლიათ გააკეთონ, თუმცა როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ეს არის ყველანაირი პროცესუალური და სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმის დარღვევა.

„ბატონი ბოგველის გადაწყვეტილება, რომ გირაო შეიტანოს მელიასთან დაკავშირებით, მე მგონი ყველასთვის ნათელია, თუ რას ემსახურება და ვინ არის ამ ყველაფერის უკან. როგორც ჩანს ეს არის ქართული ოცნების რაღაც გზა, რომ იპოვოს გადაწყვეტა. ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ ქართული ოცნების გადასაწყვეტი არის, თუ როგორ დაასრულებს პოლიტიკურ დევნას, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ შეიტანონ გირაო, ეს შეუძლიათ ნამდვილად გააკეთონ, ოღონდ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ყველანაირი პროცესუალური და სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმების დარღვევა. საბოლოო ჯამში, მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, პროკურატურას პირდაპირ შეუძლია რომ გირაო მოხსნას, მაგრამ თუ ამას არ აკეთებენ და სხვა გზას პოულობენ, ესეც ნათელია, თუ რატომ კეთდება. ამრიგად, აქ ჩვენთვის არაფერი გასაკვირი არ არის, ეს ადამიანი მოქმედებს, სრულიად დარწმუნებული ვართ, ქართული ოცნების დაკვეთით და დავალებით“, – განაცხადა კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი