სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებასთან“ სამ მთავარ საკითხზე შეთანხმების გარეშე, პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ
სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებასთან“ სამ მთავარ საკითხზე შეთანხმების გარეშე, პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ

პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ სამ მთავარ საკითხზე შეთანხმება ხდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ხათუნა სამნიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროპული საქართველოს” პოზიცია და როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ოპოზიციური ძალებისაც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში ვართ არის, რომ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ სამ მთავარ საკითხზე შეთანხმება ხდება. ესაა ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემა, რომლის ნაწილი არის პროპორციული, უბარიერო სისტემა, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტიკური პატიმრები. ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტში ყველანი შევალთ. ამ შეთანხმების გარეშე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“,- აღნიშნა კაპანაძემ.

„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.