სერგი კაპანაძე – პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ხელისუფლებამ ოპოზიციის შეთავაზებაზე იფიქროს

13:26, 06.03.2020

პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ოპოზიციის შეთავაზებაზე, რომელიც 130/20-ს გულისხმობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას თუ სურს, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლელული იყოს, ოპოზიციის შეთავაზებაზე უნდა იფიქროს.

„ჩვენ ვემზადებით დღევანდელი სისტემითაც გეგმა ბეს ფარგლებში, იმ მიზნით რომ მოვახდინოთ მაჟორიტარების კოორდინირება და იქ უკვე ხელისუფლებას მოუწევს 50% ზრუნვა, რისი მიღებაც არის გამორიცხული ამ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი