სერგი კაპანაძე - ოპოზიცია განაგრძობს დიალოგს ხელისუფლებასთან, ჩვენ არაფრის ჩაშლას არ ვაპირებთ
სერგი კაპანაძე - ოპოზიცია განაგრძობს დიალოგს ხელისუფლებასთან, ჩვენ არაფრის ჩაშლას არ ვაპირებთ

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ოპოზიცია აპირებს, ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკურ დევნილებზე მოლაპარაკება მიიყვანოს ბოლომდე, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დათმოს ეს საკითხი, თუ არ უნდა, კრიზისი გაღრმავდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იქნება, თითქოს ოპოზიცია ცდილობს მოლაპარაკების ჩაშლას. კაპანაძე განმარტავს, რომ ოპოზიცია განაგრძობს დიალოგს ხელისუფლებასთან და არაფრის ჩაშლას არ აპირებს.

„მათთვის მაშველი რგოლი იქნება, თუ დააბრალებენ მოლაპარაკების ჩაშლას ოპოზიციას. ამიტომ ჩვენ არაფრის ჩაშლას არ ვაპირებთ, ჩვენი ამოცანაა, უმოკლეს ვადაში იყოს მიღწეული ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური დევნილები იყვნენ გათავისუფლებული. ვაპირებთ, გავყვეთ ბოლომდე გეგმას, რაც გვქონდა შემუშავებული. ეს არ არის მარტო ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, მთელი საზოგადოების სურვილია, რომ უმძიმესი კრიზისი იყოს მოგვარებული, ეს კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. პირველი დიდი ნაბიჯი იყო გაყალბებული არჩევნები, შემდეგ ნიკა მელიას დაჭერა, ახლა ეს მძიმე ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა, გახარიაც გადადგა. ნათელია, რომ ლეგიტიმურობის სრული კრიზისი აქვს ხელისუფლებას. ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები.

თუ ისინი საღ აზრს მოუხმობენ, ეს შესაძლებელი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ამაზე გვქონდეს მოლაპარაკება. თუ არა, მაშინ სრული პასუხისმგებლობა ენიჭებათ მათ და ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ. ოპოზიცია განაგრძობს დიალოგს ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებებში ღარიბაშვილი არ მონაწილეობდა. ის, რომ ერთმა პარტიამ გააკეთა განცხადება, არ უნდათ ღარიბაშვილთან ერთად დაჯდომა, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება ან ოპოზიცია აპირებს მის ჩაშლას, ეს ძალიან ნათელია“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.