სერგი კაპანაძე - ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი
სერგი კაპანაძე - ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი

ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი და რჩება ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ნატო-ს სამიტისგან დიდი მოლოდინი არ აქვს.

„კონკრეტულად ამ სამიტისაგან გულწრფელად გეტყვით, რომ სამწუხაროდ, დიდი მოლოდინი არა მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით თუ როგორი მუშაობა იყო მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან. ზოგადად როგორი სკეპტიკური განწყობაა როგორც საქართველოში არსებული დემოკრატიული პროცესების მიმართ, ისე ზოგადად უსაფრთხოების გარემოს მიმართ. საბოლოო ჯამში, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, მე ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი ვარ, მაგრამ ნამდვილად სკეპტიკურად ვუყურებ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგას”, – განაცხადა კაპანაძემ.