სერგი კაპანაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 17 ოლქიდან, სადაც მეორე ტური ტარდება, ჩვენი კომისიის წევრები გამოვიხმოთ
სერგი კაპანაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 17 ოლქიდან, სადაც მეორე ტური ტარდება, ჩვენი კომისიის წევრები გამოვიხმოთ

„ევროპული საქართველო“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იმ 17 ოლქში, სადაც მეორე ტური ტარდება, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები, ჯამში 1 922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ნაბიჯი იმისკენ არის გადადგმული, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური“.

„ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ არა მარტო პარლამენტში დარჩეს მარტო „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის წევრებიც მარტო იყვნენ მეორე ტურის დროს და რაც უნდათ ის გადაწერონ, რაც უნდათ ის გააყალბონ. ჩვენი წარმომადგენლები იქ არ იქნებიან. ეს ნაბიჯი იმისკენ არის გადადგმული, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე იყოს არალეგიტიმური. „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ე.წ. მეორე ტურების ფორმალურად ჩატარება“, – განაცხადა კაპანაძემ.