სერგი კაპანაძე - მაკო გომურსა და სხვა დაზარალებულებს სტატუსი არ ენიჭებათ, რადგან არ სურთ, მათ საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეთ
სერგი კაპანაძე - მაკო გომურსა და სხვა დაზარალებულებს სტატუსი არ ენიჭებათ, რადგან არ სურთ, მათ საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი მაკო გომური.

როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, მტკიცებულებებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა იტყუება.

„მოტივაცია, რის გამოც დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურსა და სხვა დაზარალებულებს არ ენიჭებათ, ის არის, რომ არ უნდათ, ამ ადამიანებმა მასალებზე წვდომა მოიპოვონ, რითაც ყველა დარწმუნდება, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. პროკურატურას პოლიტიკური დაკვეთა აქვს მიღებული, რომ ისე გამოიყვანოს, თითქოს მთავარი დაზარალებულები პოლიცილები იყვნენ და არა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ეს გახარიას იმ მიდგომას უკავშირდება, რომ 20 ივნისი იყო არა „გავრილოვის ღამე”, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის ღამე. ამ ვერსიის გასამყარებლად არამართლზომიერი ნაბიჯის გადადგმა სჭირდებათ, რადგან სამართლებრივად პროკურატურას გაუმართავი პოზიცია აქვს”, – განაცხადა კაპანაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს.