სერგი კაპანაძე - კომისიის მდივნებს იბარებენ, რათა ის რიცხვები შეასწორონ, რომელიც ოქმებში შეგნებულად იყო დამახინჯებული
სერგი კაპანაძე - კომისიის მდივნებს იბარებენ, რათა ის რიცხვები შეასწორონ, რომელიც ოქმებში შეგნებულად იყო დამახინჯებული

კომისიის მდივნებს იბარებენ, რათა ის რიცხვები შეასწორონ, რომელიც ოქმებში შეგნებულად იყი დამახინჯებული, ეს პროცესი მეტყველებს, როგორია არჩევნების გამრუდების მასშტაბი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის წევრები ოპოზიციიდან გაფრთხილებული არიან, ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ.

„გუშინდელი მძიმე საარჩევნო დღის შემდეგ, როცა უამრავი დარღვევა იქნა დაფიქსირებული, ვიცით, რომ დღესაც გრძელდება ოქმების გასწორების პროცესი. კომისიის მდივნებს იბარებენ, რათა რიცხვები შეასწორონ, რომელიც ოქმებში შეგნებულად იყი დამახინჯებული. ეს პროცესი მეტყველებს, როგორია არჩევნების გამრუდების მასშტაბი.

ჩვენი კომისიის წევრები გაფრთხილებული გვყავს, ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ და კომისიებში მუშაობა შეწყვიტონ. ეს ჩვენი წარმომადგენლების გარეშე კეთდება. ამას კომისიის მდივნები აკეთებენ, რომლებიც მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა კაპანაძემ.