სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე არის იმის მაჩვენებელი, როგორ მოქმედებს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი
სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე არის იმის მაჩვენებელი, როგორ მოქმედებს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი

სერგი კაპანაძე – ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე არის იმის მაჩვენებელი, როგორ მოქმედებს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე არის იმის მაჩვენებელი, როგორ მოქმედებს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და როგორც არაფერს აკეთებენ სამართალდამცველები, როდესაც საქმე „მათიანებს“ ეხება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი იყო, რომ ადგილი მთელ რიგ დარღვევებს ჰქონდა, მათ შორის, ყველაზე მინიმალური სამსახურებრივი გულგრილობა იყო.

„ჩვენ ეს დასკვნა როდესაც გამოვეცით, მაშინ მოვითხოვეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას პარლამენტისთვის ანგარიში ჩაებარებინა, ამ თემაზე გამოძიება როგორ მიმდინარეობს. სამწუხაროდ არა თუ ანგარიში ჩაუბარებიათ, გამოძიება არც დაწყებულა და არც მიმდინარეობს იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ და ახლა უკვე სახალხო დამცველიც ადასტურებს, რომ მათი აზრითაც ადგილი კონკრეტული კანონების დარღვევას ჰქონდა. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი საქმე იმის საჩვენებლად, თუ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი როგორ მოქმედებს და როგორ არაფერს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა იმ შემთხვევაში როდესაც საქმე „მათიანებს“ ანუ მათთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ეხება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი.