სერგი კაპანაძე - სუამ-ის გარდა, ჯერ არ მინახავს არც ერთი შეფასება, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად
სერგი კაპანაძე - სუამ-ის გარდა, ჯერ არ მინახავს არც ერთი შეფასება, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაში იყო საუბარი, რომ პრობლემა არის მმართველი პარტიისა და ხელისუფლების შერწყმა ერთმანეთთან, ჩვენ რა დარღვევებზეც ვსაუბრობთ, არის ამის შედეგი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„მე ჯერ არ მინახავს არც ერთი შეფასება, გარდა სუამ-ის შეფასებისა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად. ყველა შემფასებელმა გააკეთა ზოგადად პოზიტიური შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ „კოვიდის“ დროს ჩატარდა არჩევნები. ყველა მათგანმა ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული პრობლემები იყო არჩევნების დღეს ძალადობასთან, მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაში იყო საუბარი, რომ პრობლემა არის მმართველი პარტიისა და ხელისუფლების შერწყმა ერთმანეთთან. ჩვენ რა დარღვევებზეც ვსაუბრობთ, ეს არის ყველაფერი ამის შედეგი. ჩვენ დღესაც, ხვალაც და ამ დღეებშიც კიდევ მრავალ ფაქტს გავასაჯაროებთ, რათა კარგად გამოჩნდეს, რა მასშტაბი ჰქონდა ამ არჩევნებზე როგორც ზეწოლას, ისევე მოსყიდვას, ისევე ბიულეტენებით მანიპულაციას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.