სერგი კაპანაძე - იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ არც პლებისციტზე არ არის თანხმობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს ახლა ამ საკითხის გარჩევა და გადაყვანა, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით
სერგი კაპანაძე - იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ არც პლებისციტზე არ არის თანხმობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს ახლა ამ საკითხის გარჩევა და გადაყვანა, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით

იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ არც პლებისციტზე არ არის თანხმობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს ახლა ამ საკითხის გარჩევა და გადაყვანა, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, მათი მიზანია იმ ექვსი პუნქტის ირგვლივ შეთანხმების მიღწევა.

მთავარი არის, რომ არ ავცდეთ მიზანს. ჩვენი მიზანი არის იმ ექვსი პუნქტის ირგვლივ შეთანხმების მიღწევა, ანუ ახალი არჩევნების მოპოვება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნების ახალი წესებით ჩატარება. პრაქტიკული საკითხები, როგორიც არის პლებისციტი, თუ როგორ მივალთ ახალ არჩევნებამდე, ჩემი აზრით შეიძლება იყოს განხილული. მაგალითად, მე მგონია, რომ პლებისციტი შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ამაზე მთელი ოპოზიციის თანხმობა არსებობდა. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. ამაში ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ. იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ არც პლებისციტზე არ არის თანხმობა, არ მგონია მიზანშეწონილი იყოს ახლა ამ საკითხის გარჩევა და გადაყვანა, თითქოს რაღაც დაპირისპირება, ან აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციის შიგნით“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.